LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია, შესაბამისად, არასდროს ჩამოვშორდები მუსიკალურ სფეროს… ყველა ის სიმღერა, რომელიც სიყვარულის მოტივზეა, მას ეძღვნება…“ – მარიამ ელიეშვილი

205
მარიამ-ელიეშვილი

23 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი მარიამ ელიეშვილი სტუმრობდა, რომელმაც როგორც მუსიკალურ კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი ნამუშევარი „შენ დაგეძებს თვალები“ წარუდგინა.

მარიამ, რა სიახლეებია შენს ცხოვრებაში?

მუსიკალურ სიახლეებს ცხოვრებისეული სიახლეც დაემატა… ოქტომბრის თვეში ნიშნობა მქონდა. ჩემი მეუღლე, გიორგი ამერიკაში ცხოვრობს. მისი საქმიანობიდან გამომდინარე პერიოდულად უწევს საქართველოში ჩამოსვლა, პერიოდულად კი მე მიწევს წასვლა.

ალბათ, მუსიკას არ მოწყდები არც საქართველოში და არც ამერიკაში და იგივე საქმიანობას განაგრძობ…  

გიორგი მაქსიმალურად მიწყობს ხელს, რომ ჩართული ვიყო  იმ საქმეში, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია, შესაბამისად, არასდროს ჩამოვშორდები მუსიკალურ სფეროს, რადგან ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ერთმანეთის საქმიანობას, ერთმანეთის პიროვნებას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაგრძელებას ამერიკაშიც ვაპირებ, თუმცა არც აქაურობას მოვწყდები და სიახლეები ორივეგან მექნება.

ალბათ, როცა შეყვარებული ხარ, სიმღერაც უფრო სხვანაირია…

კი, ადრე უბრალოდ, ისე ვმღეროდი, შინაარს ახლა ვიაზრებ. ასეა, რადგან გყავს ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფერს უძღვნი.

თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობს?

სხვათა შორის, არა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არასდროს გამოუხატავს. პირიქით, ყველაფერს ისე აღიქვამს, რომ ჩემს საქმიანობას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ამ ყველაფერს დადებითი კუთხით უყურებს. მასაც ჩემსავით უხარია ამდენი ადამიანი რომ მისმენს, ვუყვარვარ…

როგორ შეხვდა მსმენელი შენს გაბედნიერებას, როგორი გამოხმაურება იყო?

ძალიან დადებითი… უამრავი ადამიანი მილოცავდა, დიდი სიყვარული გამოხატეს. ახლა, სოციალურ ქსელში ჩემს ფოტოზე მეტად, ჩვენს საერთო ფოტოს ელიან.

როგორ დაიწყო შენი და გიორგის ურთიერთობა?

ჩვენი ურთიერთობა ჩვენს საერთო სამეგობროში დაიწყო. შემდეგ ჩემს კონცერტებზე ჩამოდიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ასე განვითარდა და ბოლოს ოჯახის შექმნით დავაგვირგვინეთ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „შენ დაგეძებს თვალები“.

ესეც და ყველა ის სიმღერა, რომელიც სიყვარულის მოტივზეა, გიორგის ეძღვნება. სიმღერის ავტორი ნონა მულაძეა. არის კავკასიურ მოტივებზე და არის ის სტილი, რომელიც მსმენელს ჩემგან უყვარს. სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე იყო და ინტერნეტ სივრცეშიც ტრიალებს. სიმღერა ბექა გაბუნიას სტუდიაში ჩაიწერა.

როგორია სამომავლო გეგმები?

როგორც გითხარით, ჩემი მუსიკალური კარიერა გრძელდება, შესაბამისად, სიახლეებიც არის. ვმუშაობ ახალ სიმღერებზე და ჩემს მსმენელებს ვპირდები, რომ მუდმივად იქნება სიახლეები. უახლოეს პერიოდში იქნება ახალი სიმღერა, ჯერჯერობით ჩაწერის პროცესშია.

მარიამ ელიეშვილი – შენ დაგეძებს თვალები

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მარიამ ელიეშვილი & გელა ტაბაშიძე – დილაო ავდრიანაო. Live

მარიამ ელიეშვილი & გელა ტაბაშიძე. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები