LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჯიქია: საქართველოს ნაკრების თემა არ დახურულა

56

რუსეთში მოთამაშე, წარმოშობით ქართველი ფეხბურთელის გიორგი ჯიქიას სანაკრებოდ გამოყენება ჩვენებს კარგა ხანია სურთ, თუმცა ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრებში თამაში არჩია და ამ გუნდს შეკრებაზეც გაყვა. თითქოსდა ამით ეს საკითხი ამოიწურა, მაგრამ როგორც ჩანს, მთლად მასეც არ არის საქმე: გიორგი ჯერ კიდევ ფიქრობს ითამაშოს თუ არა საქართველოს ნაკრებში.

„სპარტაკის“ მცველმა რუს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თემაზე, რომ შესაძლოა საქართველოს ნაკრების წევრი გახდეს.

 

იყო საუბარი ამაზე. თანაც კარგა ხანია დაიწყო. მაგრამ თავადაც არ ვიცი როგორ მოვიქცე. დაყოლიებას აზრი არ აქვს. მოწვევა კი არის. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

ეს თემა ხომ დახურულია?

არა, რატომ, ჯერ არა.

რუსეთის ნაკრებში ხომ გამოგიძახეს.

ოფიციალურ მატჩში უნდა ითამაშო, რომ ეს თემა დაიხუროს. ჯერ ვფიქრობ. თუმცა ახლა მხოლოდ „სპარტაკზე“ მაქვს გონება გადართული, ნაკრები არ მახსენდება. უბრალოდ, თქვენ მკითხეთ და გამახსენდა.

რამდენიმე წლის წინ რომ მიეწვიეთ საქართველოს ნაკრებში, ალბათ არც დაფიქრდებოდით.

ალბათ, ასე იქნებოდა. მაგრამ მაშინ არავის ვჭირდებოდი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები