საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ევრობასკეტზე ხორვატიის დამარცხება და 1/8-ფინალში გასვლა მიულოცა.
”ვულოცავ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს!”- წერს გიორგი მარგველაშვილი.
საქართველოს ეროვნული გუნდი ევრობასკეტზე C- ჯგუფიდან მეოთხე ადგილით გავიდა და 1/8- ფინალში ლიტვის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. მატჩი 13 სექტემბერს 23:00 საათზე გაიმართება.