LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი პაპუნაშვილი ვერდერის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

28

ბუნდესლიგის ბოლო ტურში ერთი ფინალივით მატჩია: ბრემენის “ვერდერი” უშუალო კონკურენტ “აინტრახტს” მასპინძლობს.
გამარჯვების შემთხვევაში “ვერდერი” გადარჩება, ფრის შემთხვევაში გადათამაშებაში ითამაშებს, ხოლო თუ წააგო, დიდი ალბათობით გავარდება.

ასეთ მნიშვნელოვან თამაშში კი შეიძლება შედგეს გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში.

საქმე ისაა, რომ “ვერდერს” დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება ნახევარმცველი ფინ ბარტელსი, რასაც “მუსიკოსთა” სხვა საკადრო პრობლემებიც დაერთო და ქართველმა ნახევარმცველმა პირველ გუნდში ივარჯიშა.

weser-kurier.de ბარტელსის შემცვლელ ერთ-ერთ ვარიანტად პაპუნაშვილს ასახელებს, თუმცა ამატებს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები