ბრიტანულმა აუქციონის სახლმა Coys გასაყიდად როდსტერი Mercedes-Benz SL 500 გაიტანა. ავტომობილი R129-ის ძარაზეა აწყობილი და მისი გარბენი მხოლოდ 128 კილომეტრი გახლავთ. როგორც CarThrottle იუწყება, 1996 წელს გამოსული ავტომობილი მთელი 20 წლით იმიტომ იდგა, რომ მისმა პირველმა მფლობელმა გასაღები დაკარგა.
”მერსედესის” უჩვეულო ისტორია გამოცემას აუქციონის სახლის ხელმძღვანელმა კრის რუტლეჯმა უამბო. მისი განცხადებით, როდსტერი ერთ შეძლებულ გოგონას აჩუქეს, რომელმაც მალევე გასაღები დაკარგა. ამის შემდეგ ავტომობილი მისივე სახლთან მთელი 20 წლის განმავლობაში, უბრალოდ იდგა.
რუტლეჯმა აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში ავტომობილის ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი ფასი 5-7 000 ფუნტი სტერლინგი იქნებოდა. თუმცა, ავტომობილი ისეთ კარგ მდგომარეობაშია შენახული, რომ სავარაუდო ღირებულება 55-68 000 დოლარია.
წითელი როდსტერი ღია ფერის ტყავის სალონით აღჭურვილია ხუთ ლიტრიანიV8 ძრავით, რომელიც 320 ცხენის ძალას ავითარებს.