LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლი, ძალიან ბევრი გოლი: რონალდოს ახალი რეკორდები

57

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც ”რეალმა” თანაქალაქელი ”ატლეტიკო” 3:0 დაამარცხა, გამორჩეული იყო კრიშტიანო რონალდოსთვის. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ერთდროულად რამდენიმე რეკორდი დაამყარა.

ჰეთ-თრიკი რონალდოსათვის მეშვიდე იყო ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მაჩვენებლით იგი ლეო მესის გაუთანაბრდა, თუმცა პორტუგალიელი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პლე-იოფში ზედიზედ ორი ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.

”ატლეტიკოს” კარში გატანილი მესამე გოლი კრიშტიანოსათვის ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 103-ე, ხოლო ”სამეფო კლუბის” მაისურით გატანილი 400-ე გოლი გამოდგა. ლიგის მიმდინარე სეზონში მას 10 გატანილი გოლი დაუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პლე-იოფებში გატანილი გოლების 50-იან ნიშნულს პირველად სწორედ რონალდო გადასცდა. ამ ეტაპზე მის ანგარიშზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლე-იოფში გატანილი 52 გოლია.

რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ, რომლემაც ჰეთ-თრიკი შეასრულა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე. პოლონელმა ეს 2012-13 წლების სეზონში შეძლო.

შეგახსენებთ, რომ რონალდო ”რეალის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს. პორტუგალიელი ”ბლანკოსის” ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა სიაში პირველ ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები