LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა მომხმარებლების დასახმარებლად საიტი შექმნა

50

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Android-ის პლათფორმაზე მუშაობისთვის თუ სხვა Google-ის სერვისებზე ინფორმაციულობის გასაზრდელად, კომპანიამ სპეციალური საიტი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული გიგანტი ამ სტრატეგიას მხოლოდ ახალი მომხმარებლებისთვის არ მიმართავს, მიზნობრივ აუდიტორიაში გამოცდილი მომხმარებლებიც იგულისხმება.

საიტზე განთავსდება სხვადასხვა რჩევები სასურველი ფოტოების მოსაძიებლად, ასევე მოწყობილობების გამართვისა თუ ხმოვანი ბრძანებების განსახორციელებლად.

ყველა რჩევა 7 კატეგორიად დაიყოფა: ,,დაცულობა’’, ,,ხმა’’, ,,კამერა და ფოტო’’, ,,ბატარეა’’, ,,სახეცვლილება’’, ,,მეტი აპლიკაციები’’ და ,,პარამეტრები’’.

საიტის ოფიციალურ გაშვებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. კომპანიის სტრატეგია ხშირად დასმული შეკითხვების მარტივად მოსაძიებელ პასუხებსაც გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები