Google მომხმარებლებს მოგზაურობის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. ონლაინკონცერნმა გადაწყვიტა, რომ თავისი ფუნქციები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გაეხადა და გარდა ავიაბილეთების შეძენისა, სასტუმროს დაჯავშნა თუ სხვა დეტალებიც თავის თავზე აეღო.
სიახლის გამოსაყენებლად მოგზაურები Google-ის ვებ-გვერდზე უნდა შევიდნენ, სადაც ახსნილი იქნება თუ როდისაა უმჯობესი სასტუმროს დაჯავშნა, ბილეთების შეძენა და როგორ იცვლება ფასები სხვადასხვა პერიოდში. მართალია, დასაწყისისთვის Google-ის დანიშნულებები მხოლოდ 25 მიმართულებას მოიცავს, მათი რაოდენობა მომავალში აუცილებლად გაიზრდება. რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი სისტემა ტურისტებს ფულის დაზოგვაშიც დაეხმარება.