კომპანიამ Google უპილოტო ავტომობილებთან დაკავშირებული ყოველთვიური მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო ავტომობილის ვირტუალურ რეჟიმში მართვასა და საგზაო ნიშნების ათვისებაზე.
პროექტის დაწყებიდან ანუ 2009 წლიდან მოყოლებული ავტომობილებმა 2,3 მილიონი კილომეტრი მექანიკური მართვის რეჟიმში, ხოლო 1,5 მილიონი კილომეტრი ავტომატურად მართვის რეჟიმში გაატარეს, რაც დღიურად 16-დან 24 ათასამდე კილომეტრს უდრის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ავტომობილს ვირტუალური მართვის რეჟიმში აქვს გავლილი, რაც დღიურად 4,8 მილიონ კილომეტრს აღემატება.
ამ ინფორმაციასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უმჯობესდება ავტომობილის მანევრირება და სავალი ნაწილის აღქმა. გარდა ამისა, უმჯობესდება მგზავრთა უსაფრთხოება და საავარიო სიტუაციებისგან თავის არიდების ათვისებაც. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ავტომობილი ნებისმიერ მძღოლზე ჭკვიანია…