LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა 16 მილიონი კილომეტრი გზის ფოტოები შეაგროვა

59
google-street-view

კომპანია Google–მა თავისი რუკებისთვის 16 მილიონი კილომეტრი გზა გადაიღო. ინფორმაციის შესაგროვებლად ავტომობილი Street View გამოიყენეს. ტრანსპორტი ყველა მხრიდან კამერებითაა აღჭურვილი და გარემოს ყველა კუთხიდან იღებს. რთულად გადასალახ გზებზე ან ადგილებში სადაც ავტომობილი ვერ გაივლის, სხვა საშუალებებს , მათ შორის ნავებსაც იყენებენ.

Google Maps–ზე სპეციალური მოწყობილობების დახმარებითაც მუშაობენ. ერთ–ერთი ასეთი გაჯეტია Street View Trekker რომელიც ზურგჩანთაში თავსდება, ან შესაძლოა ცხოველზეც დამაგრდეს, რასაკვირველია ეს პროცესი სრულიად უსაფრთხოა.

და ბოლოს, მიღებულ ფოტოებს ერთ გამოსახულებაში აერთიანებენ, რათა სრულყოფილი სურათი მიიღონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები