LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google სპეციალურად Android-ისთვის უნივერსალურ დიზაინს ქმნის

95

არც ისე დიდი ხანია რაც Google-ის მიერ Nexus-ების კლასის Pixel-ით ჩანაცვლების შესახებ ცნობები გავრცელდა. აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემდეგ, კომპანიამ Nexus Launcher-ის Pixel Launcher-ით შეცვალა და განახლებული სახით წარმოადგინა. ახალ Launcher-ში ხატულების მომრგვალებული ფორმები გამოჩნდა.

გუშინ კი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე Ron Amadeo-ს ცნობით, ეს Google-ის ახალი, უნივერსალური დიზაინია, რომელიც განსხვავებული ფორმის ხატულებს როგორც ჩანს ერთ ბირთვში მოაქცევს. როგორც ჩანს, ახალი სტილის ხატულები ახალ განახლებაში – Android 7.1-ში გამოჩნდება. Google Pixel Phone-ები კი ძირითადად ახალი დიზაინის მქონე UI-ით იქნება წარმოდგენილი.

ჯერ-ჯერობით Google-ის ოფიციალური მხარე ამის შესახებ დუმს, თუმცა სანდო წყაროების მიხედვით, კომპანია დიდი ხანია სისტემის გაცილებით უფრო მინიმალისტური დიზაინის შემუშავებაზე მუშაობს. ახალ ამბავს მომხმარებლების აღშფოთება მოჰყვა. როგორც ჩანს, Android-ზე მომუშავე სმარტფონების მფლობელები ჯერ მზად არ არიან ასეთი ცვლილებისთვის.

იქნება თუ არა Pixel Launcher-ი სტანდარტული, ქარხნული Launcher-ი Google Pixel Phone-ებში, შეეხება თუ არა განახლებული ინტერფეისი სხვა მწარმოებლების დივაისებს, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები