”ბარსელონამ” ესპანეთის თასის ფინალზე ესტელადას დემონსტრაციაზე აკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.
კლუბმა მადრიდის საქალაქო სასამართლოში ყველა საჭირო დოკუმენტი მიიტანა.
”ბარსელონა” ეყრდნობა იმას, რომ მსგავსი აკრძალვა ლახავს თავისუფალი აზრის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას.
ესტელადა – ეს კატალონიური მიწების დროშაა, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის სიმბოლოა.
ესპანეთის თასის ფინალი 22 მაისს მადრიდის ”ვისენტე კალდერონის” სტადიონზე გაიმართება და ერთმანეთს ”ბარსელონა” და ”სევილია” შეხვდებიან.