LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარდიოლა მსოფლიოში პირველი კაცი გახდება: ხელფასის მხრივ

50

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა კმაყოფილია მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას მუშაობით და მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას აპირებს.

გვარდიოლას შესთავაზებენ ახალ კონტრაქტს, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ესპანელი სპეციალისტი წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს და გახდება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი.

გვარდიოლას მიმდინარე ხელშეკრულება “სიტისთან” 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ხელფასი კი წელიწადში 17 მილიონ ევროს შეადგენს.

“მანჩესტერ სიტის” გარანტირებული აქვს ინგლისის ჩემპიონობა, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალი “ლივერპულთან” 0:3 და ამოქაჩვას ხვალ საკუთარ მოედანზე ეცდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები