„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ფეხბურთელები თავის დაბადების დღეზე „ლა-ლა ლენდზე“ წაიყვანა.
ფეხბურთელებმა ტორტის ნაცვლად მელოდრამა მიიღეს.
გვარდიოლასთან ერთად კინოთეატრში წავიდნენ ვენსან კომპანი, ფერნანდო, პაბლო საბალეტა, ხესუს ნავასი, ფაბიან დელფი, რაჰიმ სტერლინგი და ჯონ სტოუნზი.
გვარდიოლა 46 წლის გახდა.
„ლა-ლა ლენდი“ – ამერიკული მიუზიკლია, რომელმაც „ოქროს გლობუსის“ შვიდი ქანდაკება მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.