LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერებმა General Motors-ის ასობით კლიენტის პირადი მონაცემები გატეხეს

38
gm

ჰაკერებმა კონცერნი General Motors-ის სერვერები გატეხეს და კლიენტთა კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპოვეს. დამნაშავეთა მიერ მოპარული ინფორმაცია – სახელებს, საცხოვრებელ მისამართებს, ავტომობილის მფლობელთა ტელეფონის ნომრებს, ასევე მანქანის გარბენს, მარშრუტების ისტორიას და ტექნიკური სერვისების გამოყენებასაც კი მოიცავს. GM დაზარალებულ კლიენტთა ზუსტ რაოდენობას არ აზუსტებს, თუმცა დასავლური პრესის ინფორმაციით საუბარი ასეულობით ადამიანზეა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქურდობა ერთჯერადად არ მომხდარა და ჰაკერებმა 11-დან 29 აპრილამდე ჩანაწერები მოიპოვეს. მათი მიზანი სავარაუდოდ, კლიენტთა ბონუს ქულების მითვისება იყო, რასაც შემდეგ ფულში გადაცვლიდნენ.

General Motors-მა ამასთან დაკავშირებით დააზუსტა, რომ კლიენტებს მოპარული ბონუსები უკვე დაუბრუნდათ. სხვა ინფორმაციის გამოყენებას კი ჰაკერები ვერ შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები