LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერებმა Tesla-ს ავტომობილის მართვა გონებით შეძლეს (ვიდეო)

63

2016 წელს ერთ-ერთმა ჰაკერმა უკვე შეძლო Tesla Model S-ის სისტემური გატეხვა და მისი გონებით კონტროლირება, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი ყველა ქმედება მწარე ტყუილი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში კი, ჰაკერების ჯგუფი ადასტურებს, რომ შეძლო სპეციალური პროტოტიპის შექმნა, რომლის წყალობითაც ავტომობილი გონებით იმართება.

Teslapathic – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც 36 საათიანი, ჰაკერული მუშაობის შედეგად კომპანიის ელექტროძრავიანი ლამაზმანის სისტემურ გატეხვასა და მისი გონებით მართვას ემსახურებოდა. ჰაკერებმა დაამტკიცეს, რომ შეიძლება კონტაქტის დამყარება კომპიუტერებსა და ადამიანებს შორის. კეისი სპენსერი, ერთ-ერთია ჯგუფიდან, რომელიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა. მან მონაწილეობა მიიღო ექსპერიმენტშიც.

სპეციალური ელექტრო კაბელების მეშვეობით, ადამიანთა აზრები სიგნალებად ტრანსფორმირდება და Tesla-ს სისტემას ინფორმაციას აწვდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები