LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰალშტატი – ჯადოსნური ზღაპარი ავსტრიის ალპებში

304

ალპური ქალაქები ყოველთვის არაჩვეულებრივი პეიზაჟებით გამოირჩევა, გამონაკლისი არც ჰალშტატია, რომელიც შუასაუკუნეების ზღაპრულ სამყაროს უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ავსტრიულ ქალაქს.

ზოგადი ინფორმაცია -ჰალშტატით განსაკუთრებით ევროპული კულტურის და ისტორიის მოყვარულები მოიხიბლებიან, რადგან არაჩვეულებრივი ბუნების გარდა პატარა ალპური დასახლება, რომელიც ავსტრიის სავიზიტო ბარათად ითვლება და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, უნიკალური ღირსშესანიშნაობებითაა მდიდარი, სტუმართმოყვარე მასპინძლები კი (რომელთა რიცხვი მხოლოდ 700 მოსახლეს შეადგენს), დიდ პატივს სცემენ საკუთარ კულტურას და საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებენ ტრადიციებს.

ზალცკამერგუტის რეგიონში, ზალცბურგიდან 80 კილომეტრში, პრაქტიკულად ავსტრიის ცენტრში მოთავსებულ მინიატურულ და საოცრად ფოტოგენურ ჰალშტატს ცენტრალური მოედანი თავისი რატუშით, პატარა კაფეებით და საცხობებით, რამდენიმე ქუჩა პატარა სახლებით, სუვენირების მაღაზიებით და საავტომობილი გზა აქვს, რომელიც მთელ სიგრძეზე მიუყვება ტბას. მართალია, ქალაქში სულ რამდენიმე რესტორანია, მაგრამ თუ დრო გექნებათ აუცილებლად ესტუმრეთ ცნობილ Gasthof Zauner-ს და დააგემოვნეთ ადგილობრივი თევზით მომზადებული კერძები.

მთავარი ღირსშესანიშნაობები – ჰალშტატმა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი მარილის საბადოებით, რადგან სწორედ აქაა ევროპის უძველესი მაღაროები, რომელთაც თითქმის 3 000 წელია ამუშავებენ. პიონერობა მარილის მოპოვებაში კელტებს ეკუთვნით, რომელთა ნასახლარი არქეოლოგებმა ტბასთან აღმოაჩინეს, მე-16 საუკუნეში კი, ადგილობრივები მარილს წყალში ხსნიდნენ და 40-კილომეტრიანი მილით გადაჰქონდათ ქალაქ ებენზეში. სხვათაშორის, ჰალშტატის საუკეთესო სუვენირებად სწორედ ორიგინალურად შეფუთული მარილი და საპონი ითვლება რომელთაც ზოგჯერ ყველის, კიტრის ან გერმანული ძეხვის ფორმა აქვთ.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები