LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰემოროი (ბუასილი)

114
ჰემოროი (ბუასილი)

ჰემოროი არის სწორი ნაწლავის ვენების კვანძოვანი გაგანიერება, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას. თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ თრომბოზი, ანთება, ქავილი, ხელშემწყობი ფაქტორებია: მჯდომარე წესი, ყაბზობა, ანთებითი ან სიმსივნური პროცესები სწორ ნაწლავსა და მცირე მენჯის სხვა ორგანოებში. პათოლოგიური ჰემოროის მქონე ადამიანების 40%-ს არ აღენიშნება მნიშვნელოვანი სიმპტომები. შიდა ჰემოროი ჩვეულებრივ უმტკივნეულოა, მას ახლავს ღია წითელი შეფერილობის სისხლდენა. ის ხდება მტკივნეული იმ შემთხვევაში, თუ იგი თრომბოზირებული ან ნეკროზირებულია. გარე ჰემოროის შეუძლია უსიამოვნების გამოწვევა. თრომბოზირებული კი შედარებით მტკივნეულია. ტკივილი გადის ორ-სამ დღეში, თუმცა შეშუპება შესაძლოა გაქრეს რამდენიმე კვირაში. თუ ჰემოროი დიდია და იწვევს ჰიგიენურ პრობლემებს, შესაძლოა მან გამოიწვიოს გარშემო კანის დაზიანებაც.

ორსულობის დროს გარე ჰემოროის არსებობისას ქირურგიული ჩარევა არ ხდება, რადგანაც ოპერაცია უნდა წარიმართოს ნარკოზის ქვეშ, რაც შესაძლოა დედის ორგანიზმში მყოფი ნაყოფისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ჰემოროის სიმპტომებია: სისხლდენა, განსაკუთრებით დეფეკაციის აქტის დროს და მის შემდეგ; ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა; ქავილი და ტკივილი. ამავე დროს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს გამოვლინება სხვა პათოლოგიებისა, როგორიცაა კიბო ან პოლიპები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე გამოკვლევების ჩატარება და სწორი დიაგნოზის დადგენა.

ადრეულ სტადიებზე კარგია ვარჯიში, დიეტა, მსუბუქი საფაღარათოები, აბაზანები ცივი წყლით, სანთლები, ადგილობრივად – ანესთეზიური საშუალებები. მწვავე გართულებების დროს წოლითი რეჟიმი, ადგილობრივად – გამაგრილებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები. კვანძების მნიშვნელოვანი გამოვარდნის დროს და სისხლდენებისას ტარდება ქირურგიული მკურნალობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები