LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდულმა Range Rover-მა 999 საფეხური აიარა (ვიდეო)

111

Range Rover Sport-ის ჰიბრიდულმა ვერსიამ ჩინურ მთაზე, ტიანმენზე ასვლა შეძლო. ამისათვის ყველგანმავალმა 999 საფეხური გადალახა, რომელთა დახრაც 45 გრადუსია. რგოლი, სადაც ეს ყველაფერია ასახული, YouTube-ზე, Land Rover-ის ოფიციალურ არხზეა გამოაქვეყნებული.

ყველგანმავალის საჭესთან კატეგორია LMP2-ში, 2017 წელს „ლე მანის 24 საათიანი“ რბოლის გამარჯვებული ჩინელი ჰო პინ ტუნი ზის. კიბემდე მისასვლელად მან გზა გაიარა, რომელიც 99 მოსახვევისგან შედგება.

Range Rover Sport-ის ჰიბრიდული ვერსია, 2017 წელს, მოდელის განახლებისთანავე გაჩნდა. ავტომობილის ძრავების სუმარული სიმძლავრე 404 ცხენის ძალაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები