LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერქარი Koenigsegg One:1 რეკორდულ თანხად გაიყიდა

46

აშშ-ში ჰიპერქარი Koenigsegg One:1, რომელიც მხოლოდ შვიდ ეგზემპლარად არსებობს, საწყის ფასთან შედარებით ხუთჯერ ძვირად – 10 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ჰიპერქარი Koenigsegg One:1-ის დებიუტი 2014 წელს შედგა. მისი სახელწოდება მასასთან სიმძლავრის შეფარდებას აღნიშნავს – ერთი ცხენის ძალა ერთ კილოგრამზე. ავტომობილი 1341 ძალიანი ხუთლიტრიანი ძრავით, ორი ტურბინითა და შვიდსაფეხურიანი კოლოფით არის აღჭურვილი, რომელიც ორ გადაბმულობასთან ერთად მუშაობს. ავტომობილის წონა 1341 კილოგრამი გახლავთ.

მოდელმა უკვე დაამყარა სიჩქარის რამდენიმე რეკორდი, ჰიპერქარი სპა-ფრანკორშამისა და ”სუზუკას” ავტოდრომებზე ყველაზე სწრაფი სერიული მოდელი გახდა. ავტომომობილმა ნულიდან სამასი კილომეტრი, და ისევ ნული სიჩქარე 17,95 წამში განავითარა. კიდევ ერთი მიღწევა კი ის გახლავთ, რომ ორ კილომეტრში 386 კილომეტრ/საათის აკრეფა შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები