LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ წარმოების ახალი რეკორდი დაამყარა

125
Screenshot 2024-01-03 132200

Toyota-მ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და წლის დასრულებამდე 9 მილიონი ავტომობილის გამოშვება მოასწრო. უდიდესმა იაპონურმა კომპანიამ იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ყველა ქარხანაში 9,23 მილიონი Toyota-სა და Lexus-ის აწყობა მოასწრო. ხოლო, თუკი შვილობილ Daihatsu-სა და Hino-ს შედეგებსაც ჩათვლით, მაშინ კონცერნმა 11 თვის ჯამში 10,6 მილიონი ავტომობილი ააგო. ასე რომ, მიუხედავად 2023 წელს წარმოქმნილი არაერთი სირთულისა, ბრენდმა წარმოების ახალი რეკორდი მაინც დაამყარა.

ყველაზე აქტიური თვე ნოემბერი აღმოჩნდა: მაშინ ბრენდმა თვის საწარმოო რეკორდი დაამყარა – 926,5 ათასი მანქანა ააწყო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Toyota-მ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9,05 მილიონი ავტომობილი გამოუშვა, ხოლო შემდგომ წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო წარმოება თითქმის გაჩერებული იყო. 2022 წლიდან სიტუაცია გაუმჯობესდა და შედეგებმა 9,13 მილიონ ავტომობილს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები