LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერქარი, რომელსაც 8 წელი აწყობდნენ

93

როგორია Tuatara–ს კუპე – ჰიპერქარს მთელი 8 წელი აწყობდნენ. ამერიკულმა ბრენდმა SSC North America–მ პებლ–ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე თავისი სუპერქარი წარმოადგინა. მოდელი იგივე სახელის მქონე კონცეპტქარის სერიულ ვერსიას წარმოადგენს და მისი მთავარი ღირსება სუპერძლიერი ძრავია. სიახლემ V8 2 ტურბინიანი ძრავი მიიღო და მას არც მეტი არც ნაკლები – 1750 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

ჰიპერქარს სახელი ხვლიკის საპატივცემულოდ დაარქვეს, რაც მისი ვიზუალის დამსახურებაა. საქმე ისაა, რომ სპორტქარს ფრთების მსგავსი აეროდინამიკური „გამონაზარდები“ აქვს, რაც მას კიდევ უფრო მეტი სიჩქარის განვითარებაში უნდა დაეხმაროს.

როგორც SSC ატელიეში იმედოვნებენ, Tuatara მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი უნდა გახდეს და მთავარ კონკურენტს Bugatti Divo–საც აჯობოს, Bugatti–ს ხომ მხოლოდ 1500 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები