თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება დაქვეითებულია, მცირე რაოდენობით ხდება თირეოიდული ჰორმონის გამომუშავება და ვითარდება ჰიპოთირეოზი. ამ დროს ნელდება ნივთიერებათა ცვლა. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გაძლიერებულია, ჭარბი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონს და ვითარდება ჰიპერთირეოზი. რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას. ჰიპერთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. დაავადების სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობა ან ძილიანობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, მეხსიერების გაუარესება, წონაში მატება ან კლება, კანის სიმშრალე, თხელი და მტვრევადი თმა, გაძლიერებული ოფლიანობა, მენსტრუალური დარღვევები, დეპრესია, სიცივის ან სითბოს აუტანლობა.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად აუცილებელია ჩატარდეს შემდეგი კვლევები: ექოსკოპიური დათვალიერება და ჰორმონალური სპექტრის განსაზღვრა. კვანძების არსებობის შემთხვევაში ინიშნება დამატებითი კვლევები: ბიოფსია – ციტოლოგია და სხვა. ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები 8-ჯერ უფრო ხშირია ქალებში ვიდრე მამაკაცებში. იგი ძირითადად აისახება გარეგნობაზე: წონის მატების ან შემცირების, თმის ცვენის, მოცულობის შემცირების, მტვრევადობის, კანის სიმშრალის, თვალების ირგვლივ უბნების შეშუპების და ჩაშავების სახით.

დაავადების დადგენის შემთხვევაში, მკურნალობის გარეშე დატოვებული ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებში გადაიზარდოს და გამოიწვიოს გართულებები. მნიშვნელოვანია მოხდეს სრული დიაგნოსტიკა და პაციენტმა დაიწყოს დროული მკურნალობა. დროული დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკური მკურნალობა გართულებებს თავიდან აგვარიდებს.