LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიაში ველოსიპედების მოპარვა გართულდა

69

GPS სისტემის დამსახურებით ჰოლანდიაში ველოსიპედების მოპარვა გართულდა. ორიგინალური ხერხის დახმარებით პოლიციამ ქურდობების რაოდენობა 50%-ით შეამცირა. საქმე ისაა, რომ სამართალდამცავებმა ქურდებს მახე დაუგეს, ისინი GPS-იან ველოსიპედებს ყველაზე ხმაურიან ადგილებში ტოვებდნენ, საიდანაც მათი მოპარვის შანსი ძალიან დიდი იყო. ამ გზით უამრავი „პროფესიონალი ქურდი“ და გადამალული ტრანსპორტი იპოვეს. ერთი წლის განმავლობაში მახეში 1,6 ათასი ადამიანი გაება და პოლიციამ ასობით გამოცდილი ქურდი დააკავა. მთლიანობაში 2017 წელს მხოლოდ 48 ათასი ველოსიპედი მოიპარეს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 14 ათასით ნაკლებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები