LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda Civic Type R-მა ნიურბურგრინგზე კვლავ თავი ისახელა (ვიდეო)

53

გაძლიერებული ჰეთჩბექის Honda Civic Type R ახალი თაობა კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოდელი გახდა ნიურბურგრინგზე. იაპონური ჰოტ-ჰეთჩმა მთლიანი გზა 7 წუთსა და 43 წამში გაიარა. მაჩვენებელი 7 წამით მცირეა წინა თაობის მოდელთან შედარებით და თითქმის 4 წამით ნაკლები Volkswagen Golf GTI Clubsport S-ზე, რომელიც ამ ეტაპამდე ერთ-ერთ მოწინავე ლიდერად ითვლებოდა.

რეკორდი ეხლახანს დამყარდა. Honda-ში აღნიშნეს, რომ ავტომობილის წარმადობა განაპირობა სწორმა გათვლებმა და უამრავმა ტესტირებამ, რომელიც მწარმოებელმა ნიურბურგრინგში ჩართვამდე განახორციელა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ავტომობილის ტირაჟული რაოდენობა გასაყიდად ამავე წელს გამოვა.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები