LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda Civic Type R-მა წინა ამძრავიანი ავტომობილების რეკორდი დაამყარა

96

„დამუხტულმა“ ჰეთჩბეკმა Honda Civic Type R წინა ამძრავიანი ავტომობილებისთვის რეკორდი დაამყარა. მოდელი ფრანგულ ავტოდრომზე „მანი-კური“ ყველაზე სწრაფი გახდა.

ავტომობილმა თითქმის მთელი 5 წამით გააუმჯობესა წინა თაობის ავტომობილის მიღწევა და უფრო მძლავრ Ford Focus RS-ს აჯობა.

გარბენი პროგრამა Type R Time Attack Challenge 2018-ის ფარგლებში შედგა. ავტომობილის საჭესთან WTCC-ის მრბოლელი ესტებან გერიერი იჯდა. მან შეძლო ტრასა 2 წუთსა და 1,5 წამში დაეფარა. წინა თაობის ჰეთჩბეკს ამისათვის ორი წუთი და 6,4 წამი დასჭირდა.

Honda Civic Type R, რომელიც უკვე არის ნიურბურგრინგის ყველაზე სწრაფი წინა ამძრავიანი ავტომობილი, ორ ლიტრიანი ტურბოძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 320 ცხენის ძალას ავითარებს. აგრეგატი ექვს საფეხურიან „მექანიკასთან“ ერთად მუშაობს. ნულიდან ას კილომეტრამდე 5,7 წამში ჩქარდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 272 კმ/საათია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები