LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-ს რეკლამა კატამ გაუკეთა

47

Honda ტექნიკური მომსახურების ცენტრს რეკლამა კატამ გაუკეთა. ქსელში გამოჩნდა ახალი პრომორგოლი, რომლის მთავარი გმირიც არის ალბერტი, კატა, რომელსაც ზედმეტსახელადპომპეზურიშეარქვეს. ვიდეოს სიუჟეტი კი იმაზეა აგებული, რომ კატას არაფერი უხარია და არაფერი აოცებს. ვერც  სამსახური, ვერც წვეულება და ვერც საავტომობილო სერვისები მასზე ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. ერთადერთი გამონაკლისია ჰონდას ოფიციალური ცენტრი, რომელიც მას ძალიან მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ ალბერტი ბრიტანეთში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 2015 წლიდან თავისი ოფიციალური გვერდი და 132 ათასი გამომწერი ყავს.

https://youtu.be/9TfkWjFctes

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები