LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-მ სამგზავრო ელექტრო ავტობუსი წარმოადგინა

51

Hyundai-მ სამგზავრო ელექტრო ავტობუსი წარმოადგინა. სპეციალური ღონისძიების Hyundai Truck & Bus Mega Fair ფარგლებში, კომპანიამ წარმოადგინა ავტობუსი, რომელიც მთლიანად ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი. მოდელს სახელად Elec City-ს ძლიერი აკუმულატორის ხარჯზე მარაგში 290 კილომეტრი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ელექტრონული ავტობუსების მწარმოებელთა შორის ამერიკული კომპანია Proterra ლიდერობს, თუმცა ავტობუსების ეკონომიურობის გამო კომპანიას სულ ახალ-ახალი კონკურენტები უჩნდება.

Hyundai-ც ერთ-ერთი მათგანი გახდა და ბაზარზე ახალი ტრანსპორტი წარმოადგინა. როგორც ბრენდის წარმომადგენელი აცხადებს, არსებობის ისტორიაში მათ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიეს და ახალ ეტაპზე გადასვლის დროც მოვიდა.

ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ Elec City საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომავალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები