LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრომობილების გამო გერმანიაში 140 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას ვარაუდობენ

108
Capture

ელექტრომობილების გამო გერმანიას 140 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა უწინასწარმეტყველეს. გერმანიის საავტომობილო ასოციაციამ (VDA) ეკონომიკური კვლევითი ცენტრის Prognos-ის მეცნიერებს სთხოვა შეეფასებინათ ინდუსტრიის პერსპექტივები. ექსპერტებმა გერმანიაში შრომის ბაზარი 2013 წლიდან აანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტრანსფორმაცია სრული სვლით არის გაჩაღებული. სატრანსპორტო საშუალებების ელექტროფიკაციის გამო, მანქანების წარმოება მოითხოვს ბევრად ნაკლებ სამუშაოს, ვიდრე წარსულში.

ექსპერტების შეფასებით, ელექტრომობილებზე გადასვლა 2035 წლისთვის დაახლოებით 190 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს. პროცესი 2019 წლიდან მიმდინარეობს: გერმანიაში საავტომობილო ინდუსტრიაში და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში დაახლოებით 75 ათასი ვაკანსია შემცირდა. სხვა სფეროებში (პირველ რიგში IT) მხოლოდ 29 ათასი სამუშაო ადგილის ანაზღაურება მოხდა, ანუ ზარალი უკვე 46 ათასს შეადგენს. მომდევნო ათწლეულის შუა რიცხვებისთვის სამუშაოს კიდევ 140 ათასი ადამიანი დაკარგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები