LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტე სახელმწიფო უწყებებს ელექტრომობილებზე გადაიყვანს – ხელისუფლება საწვავსა და ბიუჯეტს ზოგავს

102
ქირიას NEWS შაბლონი

ეგვიპტის მთავრობამ სახელმწიფო სექტორის ელექტრომობილებზე გადასვლის მასშტაბური გეგმა დაამტკიცა. როგორც გამოცემა AGBI პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, სახელმწიფო უწყებების ბენზინზე მომუშავე ავტომობილები ეტაპობრივად ელექტროქარებით ჩანაცვლდება.

პროექტის მთავარი მიზანი ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირება და სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციაა. მადბულის თქმით, ინიციატივა რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებასა და ტრადიციული საწვავის მოხმარების შემცირებას ემსახურება.

მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლის, მოჰამედ ელ-ჰომსანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო უახლოეს პერიოდში ელექტრომობილების დილერებისთვის ტენდერს გამოაცხადებს, რათა სახელმწიფომ ახალი ავტოპარკისთვის შესაბამისი კონტრაქტები გააფორმოს.

პროექტი იმ ეკონომიკური რეფორმების ნაწილია, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეკომენდაციას უწევს და რომელიც ექსპორტის ზრდას, იმპორტის შემცირებასა და სახელმწიფო ვალის შემცირებას ითვალისწინებს.

ეგვიპტის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ისეთი ბრენდების ელექტრომობილები, როგორებიცაა BYD, Chery, Haval, Hyundai, Kia, BMW, Tesla და სხვა. ყველაზე ხელმისაწვდომ მოდელად ამ ეტაპზე BYD Dolphin ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები