LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაკლარენი” „ფორმულა 1-ის“ ხუთ ლეგენდარულ ბოლიდს გაყიდის – ერთ-ერთს ბრედ პიტიც მართავდა

130
ქირიას NEWS შაბლონი (5)


ბრიტანული სარბოლო გუნდი „მაკლარენი“ გასაყიდად ხუთ ისტორიულ „ფორმულა 1-ის“ ბოლიდს გამოიტანს, რომლებსაც სხვადასხვა დროს მსოფლიოს ჩემპიონები მართავდნენ. კოლექციაში შედის აირტონ სენას, ლუის ჰემილტონის, ჯენსონ ბატონისა და ლანდო ნორისის სახელებთან დაკავშირებული ავტომობილები. ერთ-ერთი მათგანი ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმაც გამოცადა.

ხუთივე ბოლიდი გამართულ მდგომარეობაშია და მყიდველებს ცალ-ცალკე შესთავაზებენ. გაყიდვის ორგანიზებას სპეციალიზებული დილერი ტომ ჰარტლი უმცროსი უზრუნველყოფს, ხოლო ავტომობილებს ახალი მფლობელებისთვის „მაკლარენის“ სპეციალისტები მოამზადებენ. მათი სავარაუდო ღირებულება თითოეულზე 5-დან 10 მილიონ ფუნტამდე მერყეობს.

კოლექციაში ორი 1991 წლის McLaren MP4/6A შედის, რომლებიც „მაკლარენის“ ჩემპიონობის სეზონში გამოიყენებოდა და Honda-ს V12 ტიპის ძრავებით არის აღჭურვილი. ამ ავტომობილებს გერჰარდ ბერგერი მართავდა, აირტონ სენამ კი ისინი ტესტირებისას გამოცადა.

გასაყიდად გამოიტანენ 2012 წლის McLaren MP4/27A-საც, რომლითაც ჯენსონ ბატონი რბოლებში მონაწილეობდა, ხოლო ლუის ჰემილტონი ტესტირებისას მართავდა. კოლექციას ასევე შეავსებს ლანდო ნორისის ორი ბოლიდი – 2021 წლის MCL35M და 2023 წლის MCL37A.

განსაკუთრებულ ყურადღებას 2023 წლის ავტომობილი იქცევს. 2025 წლის ივნისში ბრედ პიტმა ის ტეხასის შტატში, ოსტინის ტრასაზე, „ფორმულა 1-ის“ შესახებ გადაღებულ ფილმთან დაკავშირებული ტესტირებისას მართა. მსახიობმა ბოლიდით საათში 317 კილომეტრს მიაღწია. „მაკლარენის“ ინფორმაციით, ეს ყველაზე ახალი „ფორმულა 1-ის“ ავტომობილია, რომელიც ოდესმე კერძო მფლობელზე გასხვისებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები