LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ელექტრომობილებს უკვე სმარტფონებზე ხშირად იცვლიან

111
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ჩინეთში ელექტრომობილების განახლების ტემპი რეკორდულ დონეს აღწევს. China Press-ის ინფორმაციით, რომელიც ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციისა (CAAM) და საკონსულტაციო კომპანია Hejun Consulting-ის ერთობლივ კვლევას ეყრდნობა, ქვეყნის გზებზე მოძრავი ელექტრომობილების საშუალო ასაკი მხოლოდ 1,8 წელია.

შედარებისთვის, შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილების საშუალო ექსპლუატაციის ასაკი 8,2 წელს შეადგენს.

Bloomberg-ის შეფასებით, ჩინელი მომხმარებლები ელექტრომობილებს უკვე სმარტფონებზე ხშირადაც კი აახლებენ, რადგან ახალი მოდელები თითქმის მუდმივად უფრო თანამედროვე ბატარეებს, სწრაფ დამუხტვას, მძლავრ პროცესორებს, განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინტელექტუალური მართვის სისტემებს იღებენ.

ახალი ელექტრომობილების მთავარი მყიდველები 35 წლამდე ასაკის მომხმარებლები არიან, რომელთათვისაც ციფრული ტექნოლოგიები, „ჭკვიანი“ ფუნქციები და ავტომობილის პროგრამული შესაძლებლობები ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

ელექტრომობილების სწრაფ განახლებას კიდევ ერთი ფაქტორიც უწყობს ხელს – მაღალი გაუფასურება. კვლევის მიხედვით, 3 წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ ელექტრომობილი საშუალოდ საწყისი ღირებულების მხოლოდ 43,35%-ს ინარჩუნებს.

ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ორი-სამი წლის წინ გამოშვებული ელექტრომობილებიც კი უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ახალ მოდელებს სვლის მარაგით, დამუხტვის სიჩქარითა და ელექტრონული სისტემების შესაძლებლობებით, რაც მომხმარებლებს ავტომობილის უფრო ხშირად შეცვლისკენ უბიძგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები