კომპანია Hyundai-მ 2022 წელს თავისი ავტომობილების ფასები შეცვალა. შედეგად ყველაზე ბიუჯეტური მოდელი Solaris, უკვე 12 ათასზე მეტი ღირს. ფასების კორექცია შეეხო ასევე – Elantra-ს, Tucson-ს, Creta-ს, Santa Fe-ს, Sonata-ს და Palisade-ს. წლის პირველმა ცვლილებამ თითოეულის ფასი 1,1-3,7%-ით გაზარდა.
შედარებით ნაკლებად გაძვირდა სედანი Elantra, რომლის შეძენის მსურველებსაც ამჯერად 400 დოლარით მეტის გადახდა მოუწევთ.
სედანი Sonata დაახლოებით 450 დოლარით გაძვირდა, ხოლო სამი კროსოვერის – Creta-ს, Tuscon-ის და Palisade-ს შემთხვევაში ფასნამატი მთელი 500 დოლარია.
ასე რომ, ბიუჯეტური ბრენდის ბიუჯეტური მოდელები აღარც ისე ბიუჯეტურია.