LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს ტოპ-მენეჯერებმა ღამე ქუჩაში გაათენეს. და აი რატომ

63
hyundai-managers

Hyundai-ს კანადური ოფისის პრეზიდენტმა დირექტორთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში, რომლის ორგანიზატორიც 360 ºkids იყო. ეს ორგანიზაცია ახალგაზრდების უსახლკარობის პრობლემას ებრძვის. ღონისძიების ფარგლებში ტოპ-მენეჯერებმა სუსხიანი ზამთრის ღამე ტორონტოს ქუჩაში გაატარეს და 100 ათასი დოლარის მოგროვება შეძლეს. ფული მთლიანად რთული მოზარდების ფონდში გადაირიცხება.

ორგანიზაცია 360ºkids ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება ქუჩაში დარჩენილი ახალგაზრდებისკენ მიმართოს. მოხალისეები მოზარდების დასახმარებლად ბევრ ღონისძიებას მართავენ და ერთ-ერთი ასეთი პროექტის დროს ქუჩაში ღამის გათენება Hyundai-ს ტოპ-მენეჯერებს შესთავაზეს.

პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თანაც პანდემიის გამო ამის გაკეთება ვირტუალურადაც შეიძლებოდა. Hyundai-ს წარმომადგენლები საკითხს ძალიან სერიოზულად მიუდგნენ და მთელი ღამე ყინვაში გაატარეს. გარდა შეგროვილი ფულისა, სადილერო ცენტრმა ორგანიზაციას გარკვეული თანხა თავისი ბიუჯეტიდანაც გადაურიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები