LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იახტა, რომელზეც ჩოგბურთის კორტებია განთავსებული

57

ბრიტანელმა მილიარდერმა მიიღო იახტა, რომელზეც არც მეტი არც ნაკლები ჩოგბურთის კორტებია განთავსებული. 98 მეტრის სიგრძის სუპერიახტა ერთ-ერთმა გერმანულმა კომპანიამ ექსკლუზიურად ბიზნესმენ ჯო ლუისის შეკვეთით დაამზადა.

ჰიბრიდულ ხომალდს, რომელიც კომფორტის ყველა საშუალებითაა აღჭურვილი, 37 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და იახტის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი – დახურული ჩოგბურთის მოედანია. მოედნის სიგრძე 20 მეტრი, სიგანე 10 მეტრი, ხოლო სიმაღლე კი 6 მეტრია.

საინტერესოა, რომ იახტის აგებას 35 თვე დასჭირდა და მას მფლობელს 2017 წლის გაზაფხულზე ჩააბარებენ. რაც შეეხება ჯო ლუისს, forbes-ის ინფორმაციით, მისი ქონება 5,3 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ახალი იახტა, მისთვის რიგით მეოთხე იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები