რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტაივანური კომპანია „Thunder Power” აპირებდა „ტესლას“ კონკურეტი ავტომობილი შეექმნა. გუშინ გვიან ღამით კი კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა ელექტრო სედანი, რომელიც ნამდვილად არაფრით არ ჩამოუვარდება მის კონკურენტს.
ორტონიანი, 420 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ავტომობილი, 100კმ/სთ-ს ხუთ წამზე ნაკლებ დროში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ-თი შემოიფარგლა, გარდა ამისა ახალი ავტომობილი, აღჭურვილი იქნება „მკვდარი ზონების“ ამოსაცნობი მექანიზმებით და საგზაო დამმუხტველით, ამასთანავე ავტომობილს გააჩნია მოძრაობის სტაბილიზატორი.
როგორც კომპანია „Thunder Power” აცხადებს, ელექტრო ავტომობილი ინოვაციურია, მისი ბატარეა, საკმაოდ მჩატეა და ამასთანავე უფრო იაფი მის თანამედროვე ანალოგებთან შედარებით. გარდა ამისა, ინოვაციაა ისიც, რომ ავტომობილი ერთჯერადი დამუხტვით 650კილომეტრს გაივლის. ასეთი გამავლობა, ჯერჯერობით არც ერთ ელექტრო ავტომობილს არ გააჩნია. ეს კი უკვე ნიშნავს იმას, რომ კომპანია „ტესლას“ ნამდვილად სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
ახალი ელექტრო ავტომობილის გაყიდვები, იაპონიაში შემდეგ წელს დაიწყება, და საბაზრო ღირებულება 62 700$ იქნება, 2017 წელს კი ავტომობილი მსოფლიო ბაზარზე გამოჩნება.