LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში მოულოდნელად ჩანგრეული გზების რეაბილიტაცია 48 საათში მოხერხდა

7

მიწისქვეშა წყლებისა და აირების გამო, იაპონიის სხვადასხვა ქალაქში მოულოდნელად ჩავარდნილი გზების შემდეგ, ადგილობრივებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს. საგზაო სამუშაოები ღრმულების გაჩენის შემდეგ, რამდენიმე საათში დაიწყო. რეაბილიტაცია სულ რაღაც 48 საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც გზაზე მოძრაობა მთლიანად აღდგა.

სამუშაოებისას არა მხოლოდ გზის საფარი, არამედ აღნიშნულ მონაკვეთში საკანალიზაციო სისტემაც გამოიცვალა, დაყენდა ახალი ბოძები და შუქნიშნები. ქალაქ ფუკუოკის მერმა, ტაკაშიმა სოიჩიროს განცხადებით, გზის შეკეთებული ნაწილი გაცილებით მძლავრი მასალით აიგო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენს საიტზე ადრეც დაიწერა. სამუშაოებში ჩართულმა მუშებმა არც მეტი, არც ნაკლები 6200 კუბური მეტრი მთლიანად ქვიშით ამოავსეს.

თანამედროვე მსოფლიო აღნიშნულ ფაქტს 2011 წელს უკავშირებს, როცა იაპონიამ საოცარი ზარალი მიიღო. ამომავალი მზის ქვეყნის მსგავსი შემართება ქვეყნის საოცარი ძალისა და საზოგადოების მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების შედეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები