LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ტურისტებს უპილოტო ავტომობილები მოემსახურება

43

როგორც იაპონური პრესა იტყობინება, ქვეყნის მთავრობა დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, რომელიც უპილოტო მოწყობილობების ე.წ. დრონების გამოყენებას შეეხება.

მაგალითად, 2017 წლისთვის უპილოტო თვითმფრინავები შეძლებენ ქვეყნის შიგნით გადაზიდვები განახორციელონ, ხოლო 2020 წლისთვის, იაპონიაში ჩასულ ტურისტებს უპილოტო ავტომობილები მოემსახურება.

როგორც ირკვევა, ამ თემის გარშემო იაპონიაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და 2016 წლის ზაფხულში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, რომ უპილოტო ავტომობილების დამზადებაზე აქტიურად მუშაობს Google. სხვათა შორის აშშ-მ ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო კანონი დრონების გამოყენების შესახებ და დღესდღეობით მოსახლეობას 20-მდე ასეთი დრონი ემსახურება.

როგორც იაპონელი მექანიკოსები ამბობენ, უპილოტო მოწყობილობების გამოყენება საგრძნობლად განტვირთავს ქალაქის ქუჩებს და ტურისტებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები