LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონურ ბაზარზე დიზელზე მომუშავე ავტომობილები იკრძალება

15

დიზელზე მომუშავე ავტომობილების გარშემო სკანდალი არ წყდება. ამჯერად საქმე იაპონურ ბაზარს ეხება. როგორც ჩანს, იაპონელები Volkswagen-ის მიერ წარმოებული ავტომობილების გადახედვას აპირებენ, რომლის შედეგადაც, ადგილობრივ ბაზარზე დიზელზე მომუშავე ძრავებს ელექტროძრავები ჩაანაცვლებს.

ინფორმაციას კომპანია Toyota-ს წარმომადგენლები ავრცელებენ და ამბობენ, რომ ”დიზელზე მომუშავე ავტომობილებს დიდი უპირატესობა აქვთ სხვა ძრავებთან შედარებით. თუმცა, კარგი იქნებოდა, თუ Volkswagen-ის სკანდალის შემდეგ ასეთი ტიპის ძრავების დამზადება შეწყდებოდა”.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გერმანელებისგან განსხვავებით იაპონელები დიზელზე მომუშავე ავტომობილებით ნაკლებად ინტერესდებოდნენ. თუმცა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დიზელზე მომუშავე ძრავების დიაგნოსტიკა და გამოკვლევა. როგორც Toyota-ში ამბობენ, მიუხედავად გამოკვლევის შედეგებისა დიზელზე მომუშავე ძრავები აუცილებლად აიკრძალება.

რაც შეეხება თავად Toyota-ს, 2020 წლიდან ისინი აპირებენ გაზარდონ ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება, რაც 2050 წლისათვის იაპონური ბაზრიდან დიზელზე მომუშავე ძრავების გაქრობას გამოიწვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები