მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების 2022 წლის რეიტინგში პირველი ადგილი იაპონიამ დაიკავა. იაპონელებს უვიზოდ 192 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. მეორე ადგილს სინგაპური იკავებს და ამ ქვეყნის წარმომადგენლებისთვისაც 192 ქვეყნის საზღვარია ღია.
ძლიერი პასპორტების შემდეგი პოზიციები ასე გადანაწილდა:
2. გერმანია (190 ქვეყანა)
3. ფინეთი (189 ქვეყანა)
4. ავსტრია, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი (188 ქვეყანა)
5. ირლანდია და პორტუგალია (187 ქვეყანა)
6. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, აშშ (186)
7. ავსტრალია, კანადა, ჩეხეთი, საბერძნეთი, მალტა (185)
8. პოლონეთი, უნგრეთი (183)
9. ლიეტუვა, სლოვაკეთი (182)
10. ესტონეთი, ლატვია, სლოვენია (181).
საქართველოს პასპორტი სიაში მხოლოდ 48-ე პოზიციას იკავებს და ქართველებს უვიზოდ 115 ქვეყანაში შეგვიძლია მოგზაურობა.
აღსანიშნავია, პასპორტების რეიტინგში ბოლო პოზიციებს, ყველაზე სუსტი პასპორტებით – ავღანეთი, ერაყი და სირია იკავებენ.