კიევის ”დინამოსა” და უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორვარდ ანდრეი იარმოლენკოს ევროპის ამჟამინდელ საუკეთესო კლუბში- კატალონიის ”ბარსელონაში” გადასვლის დიდი იმედი აქვს.
“ბარსელონა” მზადაა, იარმოლენკოს სანაცვლოდ კიევის “დინამოს” 20 მილიონი ევრო გადაუხადოს, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა. “ბლაუგრანა” უკრაინელის შეძენას იანვარში გეგმავს.
შეგახსენებთ, 25 წლის იარმოლენკო უეფას ჩემპიონთა ლიგაზე “დინამოს” განაცხადში უკვე შედის, აქედან გამომდინარე, “ბარსელონაში” ზამთარში გადასვლის შემთხვევაში, იგი ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების სეზონში თამაშს ვერ შეძლებს.
როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ანდრეი იარმოლენკოს შეძენით ინგლისური “ევერტონი” აქტიურად ინტერესდებოდა და მის სანაცვლოდ ”დინამოს” 25 მილიონ ევროსაც თავაზობდა, თუმცა უკრაინელმა ფეხბურთელმა შემოთავაზება უარყო, რადგან თავდამსხმელი კვლავ იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ”ბარსაში” გადაბარგდება.