LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იასამნები“ – ტრიო „აპრილია“ სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

126
ტრიო-„აპრილია“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ტრიო „აპრილია“ სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „იასამნები“ პრემიერა შედგა.

„აპრილია“ უკვე 2 წლის არის, ამ პერიოდის განმავლობაში, მსმენელის რამდენად დიდი სიყვარული დაიმსახურა თქვენმა ტრიომ?

გიგა ჯალაღონია: მსმენელის სიყვარული მეტყველებს ჩვენს კონცერტებზე. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს, მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ჯერ მაინც პატარები ვართ, ორი წელი არ არის დიდი დრო, თუმცა როგორც გვეუბნებიან, ამ ორ წელში ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული.

ვიცი, რომ დაგეგმილი გაქვთ კონცერტი, მოგვიყევით აღნიშნულ ღონისძიებაზე.

ბეჟან ამირანაშვილი: კონცერტი ჩვენი ორი წლისთავთან დაკავშირებით გვაქვს დაგეგმილი. კონცერტები „ზაზანოვა გარდენში“ 9 და 10 მაისს გაიმართება. გელოდებით, ძალიან მაგარი საღამო იქნება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „იასამნები“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ბეჟან ამირანაშვილი: სიმღერა „იასამნები“ ჩვენს უნიჭიერეს მეგობართან, დავით უგრეხელიძესთან ჩავწერეთ, ის გახლავთ არანჟირების ავტორი. ტექსტი ქალბატონ მაკა ბლიაძეს ეკუთვნის. მუსიკა ტრიო „აპრილიას“ შემოქმედებიდანაა. მასტერინგი გერმანიაში გავაკეთეთ.

ტრიო აპრილია – იასამნები

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ტრიო აპრილია – აპრილი. Live

ტრიო “აპრილია”. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები