იბიცას და მალიორკის წარმომადგენლებს ტურისტების უკონტროლო ლოთობის, ნარკოტიკებით ვაჭრობის და კურორტებზე ერთობ გავრცელებული პროსტიტუციის აკრძალვა სურთ. ამის შესახებ the Mirror წერს.
ბალეარის ორ ძალიან პოპულარულ კუნძულზე გადაწყვიტეს უმართავი დამსვენებლების მიმართ მიდგომა შეცვალონ და ამას შესაბამისი კანონების მიღებით აპირებენ. კანონპროექტს 2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის მოამზადებენ. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება წესრიგის დამრღვევი ტურისტების მიმართ სანქციების გამკაცრება იქნება.
გარდა ამისა, ადგილობრივი ტურისტული მთავრობა გეგმავს, რომ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში გაავრცელოს რეკლამები, რომელიც დებოშირ ტურისტებს დააფრთხობს. მკაცრ ზომებს მიიღებენ იმ მაღაზიების წინააღმდეგაც, რომლებიც ალკოჰოლს 24 საათის განმავლობაში ყიდიან. იდეას მხარს უჭერენ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებიც.