LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრა ვარჯიშზე მდიდრული სპორტკარით მივიდა

46

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების ვარჯიშზე „პორშეთი“ მივიდა, რომელიც 859 ათასი ევრო ღირს.
პსჟ-დან წამოსულ და „მანჩესტერის“ პოტენციურ ახალწვეულს მდიდრული სპორტკარები უყვარს.
სტოკჰოლმში „ტრე-კრუნურის“ ბაზაზე, სადაც დაბანაკდა შვეეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა „პორშე 918 სპაიდერით“ მივიდა. ავტოს ღირებულება 661 ათასი ფუნტია (დაახლოებით 859 ათასი ევრო, ან 960 ათასი დოლარი).
უახლოს ხანებში შვედები ამხანაგურ მატჩებს ითამაშებენ სლოვენიასთან და უელსთან. ევრო-2016-ს კი ვიკინგები 13 ივნისს იწყებენ ირლანდიასთან მატჩით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები