„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ევროპის ხუთ მთავარ დერბიში გამოიჩინა თავი.
შაბათს ზლატანმა მანკუნიანელთა დერბიში (იუნაიტედი-სიტი) გაიტანა, თუმცა მისმა გოლმა „იუნაიტედს“ მაინც არ უშველა მოსისხლე თანაქალაქელებთან ბრძოლაში (1:2).
შვედი გიგანტის აქტივშია:
დე კლასიკერი (აიაქსი-ფეიენოორდი);
დერბი დელა მადონინა (მილანი-ინტერი);
ელ კლასიკო (ბარსელონა-რეალი);
ლე კლასიკი (პსჟ-მარსელი)
მილანურ დერბიში ზლატანს გატანილი აქვს როგორც „მილანის“, ასევე „ინტერის“ შემადგენლობაში.
34 წლის იბრამ პრემიერლიგის ოთხ მატჩში ოთხი გოლი შეაგდო.