LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრაჰიმოვიჩმა სუნამო გამოუშვა

123

ფრანგული ”პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი სახელობის მამაკაცის სუნამო წარმოადგინა. არომატის პრეზენტაცია ელისეის მინდვრებზე Marionnaud-ის მაღაზიაშიაში გაიმართა.

ჭურჭელი მუქ ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი და ფეხბურთელის შვილების, მაქსიმილიანისა და ვინსენის ინიციალები ამშვენებს. პარფიუმის ფასი 53 ევროა. იბრაგიმოვიჩის სუნამოების ხაზის პირველი არომატი ივნისის ბოლოს გამოვა.

ზაფხულში სუნამოს საკუთარი ხაზის შექმნაზე კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმაც ისაუბრა. გარდა პარფიუმერიისა, მადრიდის ”რეალის” მოთამაშე მამაკაცის საცვლებს, სამოსსა და ფეხსაცმელს CR7-ის ბრენდით უშვებს.

12179653_899478326773337_1414595558_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები