LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იები მილანში ხარობენ – ამბები მოკლედ

104
19084662-0-image-a-6-1569794171746

ლეო მესიმ შესაძლოა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ მატჩამდე მოირჩინოს.

„მანჩესტერმა“ შესაძლოა ზამთარში მანჯუკიჩი იყიდოს. „იუვე“ მზადაა 10 მლნ ევროდ გაყიდოს ხორვატი.

მალდინი ჯამპაოლოზე: „ჩვენ ავირჩიეთ მწვრთნელი და დავიცავთ მას“.

ზლატანმა MLS-ში 29-ე გოლი გაიტანა სეზონში, კარლოს ველამ – 31-ე. მექსიკელმა ლიგის რეკორდი გაიმეორა.

„ფიორენტინა“ ყველაზე ხშირად უგებს „მილანს“ „სან სიროზე“. „იებმა“ ბოლო 10 წელიწადში 5-ჯერ გაიმარჯვეს.

„ფიორენტინას“ ჰავბეკმა პულგარმა 2019 წელს 8 პენალტი გაიტანა. ეს ტოპ 5 ლიგაში ყველაზე ბევრია.

Tuttomercatoweb: „მილანი“ სწავლობს შევჩენკოს მიწვევას მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ფრენკ რიბერი: „მე ბებერი ვარ, მაგრამ მოედანზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავს“.

„მილანმა“ ბოლო 81 წელიწადში წააგო სტარტზე 4 მატჩი 6-დან.

პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში სტუმრებმა 9 მატჩიდან 8-ში გაიმარჯვეს. მარტო დორტმუნდის „ბორუსიამ“ არ დათმო საშინაო შეხვედრა და ისიც ფრედ ითამაშა.

„ლესტერმა“ ბრენდან როჯერსის მისვლის შემდეგ პრემიერლიგაში 31 ქულა მოაგროვა – ამაზე მეტი მარტო „ლივერპულს“ და „სიტის“ აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები