„ილონ ახლა შენი ჯერია“ – Hyundai Tesla-ს გაეხუმრა. კორეული კომპანია ბაზარზე სრულიად ელექტრონული კროსოვერის Hyundai Kona Electric-ის გამოსაყვანად ემზადება და ევროპაში პირველი სარეკლამო პოსტერებიც გამოჩნდა. თუმცა, ბანერებზე გარდა კროსოვერისა, დამატებით წარწერაცაა გაკეთებული – „Your Turn Elon”- ანუ „ილონ ახლა შენი ჯერია“.
Hyundai-ის ახალი კონცეპტის პრემიერა ჟენევის ავტოსალონზე შედგა და ის ბაზარზე 2019 წლისთვის გამოჩნდება. ავტომობილის ფასი კი დაახლოებით 40 ათასი დოლარი იქნება. ბუნებრივია, Hyundai Kona Electric Tesla-ს კროსოვერის Model Y-ის პირდაპირი კონკურენტია. ორივე მოდელს მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები ექნება, თუმცა ილონ მასკის ელექტროქარი მინიმუმ 50 ათასი დოლარი მაინც ეღირება. Hyundai-მ გადაწყვიტა ილონს გახუმრებოდა და სარეკლამო კამპანიის ბილბორდები სწორედ მას მიუძღვნა.
One Billboard Outside Geneva.
Huge trolling of Tesla & @elonmusk by Hyundai: pic.twitter.com/0I5mxeNuz9
— Peter Campbell (@Petercampbell1) 7 March 2018