Tesla-ს დამაარსებლის და აღმასრულებელი დირექტორის ქონებამ ისტორიული ნიშნული გადალახა. ილონ მასკის მფლობელობაში არც მეტი არც ნაკლები 500 მილიარდი დოლარია.
უფრო ზუსტად, როგორც Forbes-ის მილიარდერების ინდექსი აჩვენებს, მასკის ქონება 500.1 მილიარდი დოლარია.
მასკმა კიდევ უფრო გამდიდრება Tesla-ს აქციების ზრდის ხარჯზე შეძლო. „ტესლასთან“ ერთად გაიზარდა ასევე ტექნოლოგიური კომპანიების SpaceX-ის და კომპანია xAI-ს ღირებულებაც.
თუმცა, ყველა ეს კომპანია მაინც აწყდება ძალიან ბევრ გამოწვევას, რაც მომავლისთვის გარკვეულ რისკებს ტოვებს.