LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი Tesla-ს ტოვებს

88

ილონ მასკი Tesla-ს ტოვებს. მილიარდერი Tesla Motors-ის დირექტორთა საბჭოდან წავა და თან საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას – 20 მილიონ დოლარსაც გადაიხდის. ამასთან, ბიზნესმენი აღნიშნული პოზიციის დაკავებას უახლოესი 3 წელი ვეღარ შეძლებს. ასეთი შეთანხმება ილონ მასკმა აშშ-ს ძვირადღირებული ქაღალდების კომისიასთან დადო. ბიზნესმენს თაღლითობაში ადანაშაულებდნენ და რომ არა ასეთი შეთანხმება, მის საქმეს შესაძლოა კიდევ უფრო ცუდი დასასრული ქონოდა. ამჯერად კი მასკი Tesla-ს გენერალური დირექტორის პოზიციას შეინარჩუნებს, თუმცა დირექტორთა საბჭოში თავისი მოღვაწეობის შეწყვეტა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა თავისი კომპანიის შესწყიდვა 7 აგვსიტოს დააანონსა და მაშინ აქციონერებს 420 დოლარის გადახდას დაპირდა. ეს სქემა ილონ მასკს 71 მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, სახელმწიფომ ყველაფერი თაღლითობად ჩათვალა და Tesla-ს რეორგანიზაციის სქემაც ჩაიშალა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები